31 წლის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი აბელ ტესფაიე, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, გასულ დღეს პაპარაცებმა 46 წლის ამერიკელ მსახიობთან და ჰუმანიტართან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს.
აბელი და ანჯელინა სანტა მონიკაში მდებარე Giorgio Baldi-ის იტალიურ რესტორანს ესტუმრნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ურთიერთობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები სანდრო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წყვილს მხოლოდ საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებთ.
ანჯელინა და აბელი პირველად ერთად 2021 წლის 30 ივნისს, სწორედ Giorgio Baldi-ის რესტორანში შეხვდნენ.