მარტვილელების პროტესტი(VIDEO)

მარტვილელების პროტესტი(VIDEO)

„ქართული ოცნების" მარტვილის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიასთან შიმშილობას იწყებენ. ისინი კანცელარიასთან აქციის მოწყობის მიზნით მარტვილიდან თბილისში მოემგზავრებიან. აქციის 100-მდე მონაწილე მარტვილში შექმნილ ვითარებას აპროტესტებს. მათი განცხადებით, რაიონში ცვლილებები ჯერ კიდევ არ განხორციელებულა და სამართალდამცველებს არც დამნაშავე პირები დაუსჯიათ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" კვლავ გაძლიერების საფუძველი გახდა. მომიტინგეები პრემიერთან შეხვედრამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.