ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია

ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია

გერმანიის კანცლერი მეკლენბურგის მხარეში (ჩრდილოეთ გერმანია) ვიზიტისას მარლოუს ფრინველების პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ Spiegel წერს.

ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მერკელს გარს თუთიყუშების გუნდი შემოეხვია. ერთი თავზეც დააჯდა, დანარჩენები კი ხელებზე გადანაწილდნენ.

ერთ-ერთ ფოტოში მერკელი შეწუხებული სახით იყურება, როცა თავშეკავებულობითაა ცნობილი. „თუმცა ფრინველების პარკში ვიზიტისას ის ძალიან უშუალო იყო და ემოციებს ვერ მალავდა“, - წერს გამოცემა.