პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მეორე შვილის, ლილიბეტის დაბადების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად, ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის შენობაში გამოჩნდნენ.
„მშვენიერია დაბრუნება”, - უთხრა მეგანმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, სიამოვნებდა თუ არა ისევ ნიუ-იორკში ყოფნა.
წყვილი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, მოინახულეს 11 სექტემბრის მემორიალი.
მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეორე შვილი, ლილიბეტი 4 ივნისს შეეძინათ.