Eminem-ი რესტორანს ხსნის

Eminem-ი რესტორანს ხსნის

ამერიკელი რეპერი Eminem-ი სარესტორნო ბიზნესით დაინტერესდა. მუსიკოსი მიჩიგანში საკუთარ რესტორანს ხსნის, ამის შესახებ NME წერს.

რესტორნის სახელწოდებაა Mom's spaghetti (დედას სპაგეტი). Eminem-ი რესტორანს დეტროიტში 29 სექტემბერს გახსნის. დაწესებულების მენიუშია პასტა და სენდვიჩი მაკარონით.

რესტორნის სახელწოდება რეპერის ტრეკ Lose yourself-ს უკავშირდება, რომელიც ავტობიოგრაფიული ფილმის საუნდტრეკი იყო. ამასთან ფანები აცხადებენ, რომ რეპერს რესტორანი თავისი ახალი ალბომის პიარისთვის სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, Eminem-ი ახალ მუსიკალურ ალბომს 1 ოქტომბერს წარადგენს.