ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფო არის ძლიერი - მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ 2003 წელია

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფო არის ძლიერი - მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ 2003 წელია

ეს კაცი 8 წელია იმუქრება რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა, - ასე შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

„მან კარგად იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის აურეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი მიზანი და სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოთ რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.