Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი შორდებიან, - ამის შესახებ the sun Page Six-ზე დაყრდნობით წერს.
მასკი გამოცემასთან ინტერვიუში აზუსტებს, რომ გრაიმსთან დაშორების პროცესშია. „Tesla-სა და SpaceX-ში მუშაობის გამო, იძულებული ვარ ვიყო ტეხასში ან ვიმოგზაურო საზღვარგარეთ. მას კი სამსახური ძირითადად ლოს-ანჯელესში აქვს“, - აცხადებს მასკი.
მისი თქმით, გრაიმსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მათ ერთმანეთი ისევ უყვართ. ამასთან, საერთო შვილი ახლა მათთან იმყოფება.
ილონ მასკსა და გრაიმსს ვაჟი 2020 წლის 5 მაისს შეეძინათ. ჩვილს მშობლებმა სახელად X Æ A-12 შეურჩიეს.
ილონ მასკს ყოფილი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ამერიკელი ბიზნესმენი კანადელ მომღერალს 2018 წლის გაზაფხულიდან ხვდებოდა.