ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ, როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ, როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ

ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი შეცდომებით, თავისი ხედვით, მიზნებით, ოცნებებით და თავისი მიღწევებით. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე, ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, მშობლებზე, მეგობრებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა პრემიერმა.