გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერეესია როგორ შეაფასებს მის ქმედებას ევროკავშირი.

„ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

Katana . როგორ შეაფასებს და კარგად!.. იტყვის, - აი, სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ გარეთ ყოფილიყოო! :)
3 წლის უკან