რომი შნაიდერი 83 წლის გახდებოდა

რომი შნაიდერი 83 წლის გახდებოდა

“ევროპული კინოს პრინცესა” როზმარი მაგდალენა ალბახი, ნახევრად გერმანელი, ნახევრად ფრანგი ლამაზმანი, საქვეყნოდ აღიარებული ლეგენდარული მსახიობი – რომი შნაიდერი გუშინ 83 წლის გახდებოდა.

ევროპული კინოს ვარსკვლავმა კარიერა 1950-იან წლებში გერმანული Heimatfilm ჟანრის ფილმებით დაიწყო.

1955-დან 1957 წლებამდე რომიმ განასახიერა ავსტრიის დედოფალი ელისაბედი ტრილოგიაში ″Sissi″.

1958 წელს შნაიდერი შეხვდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულს ალენ დელონს, რომელთან ერთადაც 1963 წლამდე იყო.

ყოფილმა ვარსკვლავურმა წყვილმა 1968 წელს ერთად ითამაშა ფილმში The Swimming Pool.

1966 წელს რომი რეჟისორ ჰარი მეიენზე დაქორწინა, რომელთანაც ვაჟი შეეძინა.

კიდევ ერთი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, 1975 წელს რომი მესამედ დაოჯახდა და ცოლად  დანიელ ბიასინს გაჰყვა, რომელთანაც ქალიშვილი სარა შეეძინა.

აღნიშნული ქორწინება რომისთვის კვლავ წარუმატებელი აღოჩნდა. წყვილი ერთმანეთს 1981 წელს დაშორდა.

1981 წელს ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა, როდესაც მისი 14 წლის ვაჟიშვილი გარდაიცვალა.

დეპრესიაში ჩავარდნილი რომი 1982 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.