გიორგი ვაშაძე: ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, არის კატასტროფა

გიორგი ვაშაძე: ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, არის კატასტროფა

ვფიქრობ, ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია, საძაგლობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებასთან დკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე გარემოს შედეგია.

23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.