ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ოფიციალური განცხადებით, ამ დრომდე არ გამოხმაურებია

ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ოფიციალური განცხადებით, ამ დრომდე არ გამოხმაურებია

ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის, გუშინ მომხდარ ინციდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ოფიციალური განცხადებით, ამ დრომდე არ გამოხმაურებია. „ქრონიკა“ შეეცადა, კარლ ჰარცელის პირველი შეფასება მოესმინა, თუმცა, დიპლომატმა კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემისგან თავი შეიკავა.

„ჩემი პოზიცია, ჩემო მეგობარო, არის ის, რომ მე არ ვიღებ შეკითხვებს ჩემი რეზიდენციის გარეთ. ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთი დღით გავდივარ კერძო ვიზიტით“, - თქვა მან „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.