დათო მაღრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა მართვის სადავეები, სწორი ნაბიჯი გადადგა და ვექტორი გადახარა დამოუკიდებლობისკენ

დათო მაღრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა მართვის სადავეები, სწორი ნაბიჯი გადადგა და ვექტორი გადახარა დამოუკიდებლობისკენ

მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დისტანცირება მოახდინა ხელისუფლებისგან და ვფიქრობ, ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ამ გუნდმა უფრო მეტად ირწმუნა საკუთარი ძალისა, საკუთარი თავის და გაართვა თავი იმ ურთულეს პრობლემატიკას, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია, - ამის შესახებ პოეტმა, დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა მართვის სადავეები, სწორი ნაბიჯი გადადგა და ვექტორი გადახარა დამოუკიდებლობისკენ.

„ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა თავი გაართვა გამოწვევებს და დღეს სახეზე გვაქვს რომ ეს გუნდი ძალიან დიდ გამოწვევებს, ართმევს თავს, როგორც საგარეოს, ისე - საშინაოს. ვთვლი, რომ ვექტორი დამოუკიდებლობისკენ გადაიხარა. ითქვა, რომ ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტიდან გავიდა „ქართული ოცნება“ და უნდა გასულიყო, რადგან არ შეიძლება შენ მუდმივად ცალმხრივად იყო ჩართული რომელიმე ხელშეკრულებაში, სესხზე უარის თქმა, ეს ჩრდილოეთისკენ კი არ, დამოუკიდებლობისკენ გადახრილი ვექტორია. „ქართული ოცნების“ გუნდმა დაიბრუნა მართვის სადავეები. არ შეიძლება მუდმივად ევროსტრუქტურებსა და დიპლომატიურ კორპუსს გადააბარო ქვეყნის მართვა, ეს ანომალიაა, დაიბრუნა და სწორადაც მოიქცა ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ მართვას გაართვა თავი. დაიბრუნა მართვის სადავეები, სწორი ნაბიჯი გადადგა და ვექტორი გადახარა დამოუკიდებლობისკენ“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.

trampi რასაც ეს ე.წ. დასავლეთი თავისივე საწინააღმდეგოდ აკეთებს, რომელი პუტინის ფულები აჯობებს ამათ საქციელს??
გიჟია პუტინი ფულები დახარჯოოოს?? ეს ლენჩები ისედაც ჯოხით მიერეეკებიან საქრთველოს რუსეთისაკენ
რაოოოო?.....მეგობრებს ჩამოუვარდააათ ნიღბები??...გამოჩნდაააა მაგათი ჩათლახური სახეე?
-------თუ კიდევ მაინც ჩვენი ძმები არიან ??
3 წლის უკან
trampi დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ბოლო დღეებში, ნაცმოძრაობის მიერ ხელოვნურად გამწვავებული წინასაარჩევნო სიტუაციის ფონზე, დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები და ქცევები, ნაცმოძრაობას უქმნიან მოლოდინებს და ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ "რევოლუციას" დასავლეთი ამჯერად მხარს დაუჭერს პრინციპით "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".

ამაზე მიანიშნებს თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადებები.

ძალიან სარისკო თამაშს თამაშობენ და შეიძლება რეგიონში ძალიან დიდ დანაკარგებათ დაუჯდეთ ეს თამაში".
3 წლის უკან