სამწუხაროდ საზოგადოება ამ დესტრუქციული ძალისგან მიჩვეულია პროვოკაციებს, სიძულვილის ენას, ლანძღვა-გინებას, დაბრალებასა და საღებავების შესხმას. მგონი ეს ახალი არ არის საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკურ პროცესში ისაა, რომ ჯერჯერობით არ გამოჩნდა სოლიდური პოლიტიკური ოპოზიციური ძალა.
„კლასიკური პოლიტიკური ოპიზიციური ძალა არ ჩანს. ისინი შეპყრობილები არიან შურისძიებით და როგორმე რევანში აიღონ და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ხო არ გვესმის პაექრობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ვინ უკეთ გააკეთებს პროექტებს, რა კონცეფცია აქვთ, არის გაუთავებელი ლანძღვა-გინება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი პარტიაა და ბევრს აქვს სურვილი დაიკავოს თანამდებობები, ამის არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ ჩანს, ამიტომაც არის „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ძალა“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
?
გამოჩნდება და კაი კურდღელსაც დაიჭერს!..
ეგერ, გამოჩნდა ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა - "ერი", რომელსაც დიდი გეგმები ჰქონდა დეკლარირებული... და, უცებ, რა მოუვიდა ლევან ვასაძეს?!.
იმიტომ, რომ მხოლოდ ეს ორი ძალა უნდა იყოს - ერთად და ერთმანეთით გაძლიერებული! (ხმაური, ჩხუბი, ერთმანეთის გინება და გაწევ-გამოწევა იმ კატეგორიაში გადის, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი რომ ეგონა!).