ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ფაქტიურად ჩაიშალა ნამოხვანის პროექტი!!!
საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ესმოდა ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც ენერგომომარაგების და უსაფრთხოების ასევე, ზოგადად, სახელმწიფოსთვის, როგორც დიდი საინვესტიციო პროექტის განვითარების შესაძლებლობის კუთხით, არ გაუხარდა ეს ამბავი!!!
საქართველის მოსახლეობის ნაწილს, რომელმაც, მათი განცხადებით, გადაარჩინეს ქართული მიწა, წყალი და წიაღი გათურქებისგან და ეს სიმდიდრე დატოვეს ქართველების საკუთრებაში ხელუხლებლად, გაუხარდა, თან ძალიან!!!
ოხ, დღეს " ვიზეიმეთ" გამარჯვება, შევსვით შესაბამისი სადღეგრძელოები და დავმშვიდდით! მერე რას ვშვებით, მერე? ესაა მთავარი საკითხი!!!
მერე იქნება შემდეგი:
- კომპანია აუცილებლად დაიწყებს საერთაშორისო დავას სახელმწიფოსთან ხარჯების დასაფარავად( მიწები რომ გამოისყიდეს მოსახლეობისგან, იმისი) პლიუს მიუღებელი მოგება. არც კი მინდა წარმოვიდგინო რა ხარჯები დააწვება კისერზე ამ ღატაკ ქვეყანას!!!
2.ინვესტორის გაგდება ქვეყნიდან ისედაც, ფაქტიურად განულებული საგარეო ინვესტიციების ფონზე, იქნება საინვესტიციო აქტივობის თითქმის გაუქმება!!!
- არც ერთი დიდი ზომის მარეგულირებელი(წყალსაცავიანი) ელექტროსადგური აღარ შენდება ქვეყანაში. ეს იყო ბოლო პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა. შენდება კანტიკუნტად, აქაიქ ,მცირე ზომის მდინრეებაზე დაფუძნებული სადგურები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ უკიდურესად დამძიმებულ ენერგო მომარაგებაზე. დავრჩით იმპორტის ამარა, ისიც შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობით. გაზაფხულზე ორჯერ მოხდა მასშტაბური ავარია გამტარი ხაზების გადატვირთვის გამო და ჩაქრა თითქმის მთელი ქვეყანა(გეხსომებათ ალბათ). რამოდენიმე წელიწადში დაგვეწყება შეზღუდვები და გამორთვები(ესეც გეხსომებათ).
- არ გვექნება ენერგეტიკა - არ გვექნება არაფერი!!! გვექნება მხოლოდ სხვისი წარმოებული პროდუქცია და ბეეევრად მეტი საგარეო ვალი, იმისთვის რომ ვიყიდოთ სხვისი პროდუქცია, და მერე საკუთარი ვალუტის კურსი დავიჭიროთ!!!
- და კიდევ ბევრი რამ....
ასეთი ვითარებაა მეგობრებო!
თუ იკითხავთ გამოსავალი რა არიო, ალბათ ის, რომ მოვიმარაგოთ " ვარლამის ნათურები" !!! ოღონ სად და ვის მივუერთოთ ისინი უნდა გვითხრას მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც პროექტის ჩაშლა გაუხარდა"!!!