კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: ჩემთვის დიდი პატივია საზოგადოების თანადგომა, დამოკიდებულება რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: ჩემთვის დიდი პატივია საზოგადოების თანადგომა, დამოკიდებულება რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები

არჩევნებს პირველივე ტურში მოვიგებთ, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა, რასაც თბილისელების მხრიდან ვგრძნობ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საზოგადოების თანადგომა, დამოკიდებულება რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. ამ მხარდაჭერასა და თანადგომას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული პროექტებით, მასშტაბური საქმეებით, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს.