ნიკა მელია როგორც კი გამოვა ევროკავშირის ოფისიდან, „ქოცები“ როგორც კი დაიშლებიან აქედან, ჩვენც დავიშლებით და წავალთ, – ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა კუპრავას ჰკითხა, რატომ მივიდა ის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.
ამასთან, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემენ.
„მოვედით, რადგან აქ არის ჩვენი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან. აქ მოვიდნენ „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფები, ის ჯგუფები, რომლებმაც დმანისში მოაწყვეს ის, რაც მოაწყვეს. უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით. „ქოცების“ ზონდერები კი არა, ვინც არ უნდა იყოს, არავის არ მივცემთ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას, რასაც ახლა ესენი ევროკავშირის წინ აპირებენ. ნიკა მელია როგორც კი გამოვა ევროკავშირის ოფისიდან, ქოცები როგორც კი დაიშლებიან, აქედან, ჩვენც დავიშლებით და წავალთ. ჩვენ საქმეები გვაქვს, ყველა საარჩევნო შტაბებს წარმოვადგენთ. არავითარი კონტრაქცია, აქ ზონდერებს რომ დაუწყეს მობილიზება, მე არ ვიცი და არავინ არ იცის, რას აპირებენ ისინი. დაიშლებიან, დავიშლებით ჩვენც, რასაც გააკეთებენ ესენი, ხუთჯერ მეტს გავუკეთებთ იქით“, – განაცხადა კუპრავამ.