გია აბაშიძე ნიკა მელიაზე: ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა, ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა

გია აბაშიძე ნიკა მელიაზე: ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა, ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა

სააკაშვილის რადიკალური პარტიის ნომინალური თავმჯდომარე ნიკანორ მელია ისე გათავხედდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ვაკეში, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

„ნაცსექტის „ნოუ-ჰაუ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში - მარტო ჩემი „სიმართლეა“, სხვისი არა! კობახიძეს არ დაასრულებინა მედიასთან ურთიერთობა, ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა.

ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა, სააკაშვილის გავეშებული რადიკალებისთვის საზოგადოებრივი ვერდიქტის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა“.