Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს.

„თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდუსტრიის მასშტაბით წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას გადავხედავთ, საკმარისი დოზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომავალი წლის შუა პირველი ნახევრისთვის, რათა ყველას შეეძლოს აცრა. საჭიროებისამებრ, გამაძლიერებელი დოზები ასევე უნდა იყოს შესაძლებელი", - აღნიშნა კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შვეიცარიულ გაზეთ Neue Zuercher Zeitung-თან ინტერვიუში.

სტეფან ბანსელის თქმით, ვაქცინაცია მალე ჩვილებისთვისაც კი იქნება ხელმისაწვდომი.

„ისინი, ვინც არ აიცრებიან, იმუნიზაციას ბუნებრივი გზით მიიღებენ, რადგან „დელტა" ვარიანტი ძალიან გადამდებია. შესაბამისად, ჩვენ აღმოვჩნდებით გრიპის მსგავსი სიტუაციის წინაშე. შეგიძლიათ აიცრათ და კარგი ზამთარი გქონდეთ. ან ამას არ გააკეთებთ და შეიძლება ავად გახდეთ და საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსოფლიო ნორმალურ მდგომარეობას მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, სტეფან ბანსელმა უპასუხა:

დღევანდელი მდგომარეობით, ვვარაუდობ, რომ ეს ერთ წელიწადში მოხდება.