ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება.

ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.