„მარაკანას“ სტადიონი დაიწუნეს

„მარაკანას“ სტადიონი დაიწუნეს

მიმდინარე წლის ზაფხულში სახელგანთქმული „მარაკანას“ სტადიონი ფეხბურთში კონფედერაციის თასს უმასპინძლებს. 2014 წელს ეს სპორტული არენა მსოფლიო პირველობას მიიღებს, 2016 წელს კი სტადიონზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალი ჩატარდება.

ბრაზილიელების მტკიცებით, „მარაკანას“ სპორტულ სარბიელს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარდა, რომელიც თურმე სიმართლეს არ შეეფერება.

ხმა თავდაპირველად ახლო წარსულში ცნობილმა მოთამაშე რომარიომ ამოიღო. მან ქვეყნის საფეხბურთო მაღალჩინოსნები სტადიონებისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში დაადანაშაულა. რომარიოს მტკიცებით, სტადიონებს საფუძვლიანი რეკონსტრუქციები არ ჩაუტარეს და მომავალ ასპარეზობებზე მისი ქვეყანა დიდ სირცხვილს იგემებს.

რომარიოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. რამდენიმე დღის წინ სოკ-ის დელეგაცია ბრაზილიაში იმყოფებოდა და „მარაკანას“ არენა მოინახულა.

ნანახმა სტუმრებზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. აღმოჩნდა, რომ სტადიონი საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება. ამათგან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში „მარაკანას“ სახურავი ყოფილა, რომელიც ნორმით გათვალისწინებული  120 ტონა სიმძიმის ნაცვლად, მხოლოდ 871 ტონას უძლებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ სტადიონი ხელახალი რეკონსტრუქციისათვის კვლავ დაიკეტება.