გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა გიორგი გახარიას ნარკოტესტის ჩატარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ტესტებთან დაკავშირებით იმდენად აიბლანდა, დასკვნები საზოგადოება თავად უნდა გააკეთოს.

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას ისიც კი არ დაუდასტურეს, იყო თუ არა გიორგი გახარია ავსტრიაში ჩასული.