„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს.

კითხვაზე - „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 50,9%;

„ნაციონალური მოძრაობა“ 25,2%;

„საქართველოსთვის“ 5,7%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 3,4%;

„პატრიოტთა ალიანსი“ 3,1%;

„ლელო“ 2,9%;

„მოქალაქეები“ 2,6%;

„მესამე ძალა“ 1,7%;

„ევროპული საქართველო“ 1,1%;

„ლეიბორისტული პარტია“ 0,9%;

„გირჩი“ 0,4%;

სხვა პარტიები 2,15%.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.