FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის დაამტკიცა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ვაქცინის დამატებითი დოზის შეყვანა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვის გასვლის შემდეგ უნდა მოხდეს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უნდა აიცრან დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანები და ასევე ისინი, ვინც სამსახურის გამო, დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება.

18 სექტემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია.

ამასთანავე, საბჭომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენებას რეკომენდაცია არ გაუწია.

15 სექტემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა უფრო მაღალ იმუნურ პასუხს წარმოქმნის, თუმცა მიიჩნევენ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზის ფართოდ გამოყენება საჭირო არ არის.