შალვა პაპუაშვილი: თუკი დარწმუნებული არიან, რომ სიმართლეა ის, რასაც კითხულობენ, რატომ კითხულობენ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ისტორიებს?

შალვა პაპუაშვილი: თუკი დარწმუნებული არიან, რომ სიმართლეა ის, რასაც კითხულობენ, რატომ კითხულობენ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ისტორიებს?

თუკი დარწმუნებული არიან, რომ სიმართლეა ის, რასაც კითხულობენ, რატომ კითხულობენ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ისტორიებს? - სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში ისაუბრა.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პასუხს ჩანაწერებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებსაც ეს ტექსტები აქვთ ხომ ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან მათ ნამდვილობაში. თუკი დარწმუნებული არიან, რომ სიმართლეა ის, რასაც კითხულობენ, რატომ კითხულობენ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ისტორიებს? პირადი ცხოვრება მხოლოდ ვიდეოჩანაწერებით არ ვრცელდება, ამ ისტორიებს რომ ყვებიან და სახელებს ასახელებენ. მათი შინაარსის მიმართ საჯარო ინტერესი არ არსებობს. საჯარო ინტერესი არსებობს იმის მიმართ, ნამდვილია თუ არა ეს ჩანაწერები. თუ ნამდვილია საიდან არის და ა.შ. ამის მიმართ, რა თქმა უნდა, არსებობს საჯარო ინტერესი და ამიტომაც არის გამოძიება. შინაარსი ვის აინტერესებს, მათ უნდათ საზოგადოებაში შფოთის შეტანა და ფსიქოლოგიური ტერორია პირდაპირ. ზოგ სახელს ამბობენ, ზოგს არა და სე ზის ადამიანი და ელოდება იტყვიან თუ არა მი სახელს“, - განაცხადა შლავა პაპუაშვილმა.