როდრიგო პალასიომ ტრავმა მიიღო

როდრიგო პალასიომ ტრავმა მიიღო

დღეს და ხვალ იტალიის საფეხბურთო პირველობის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება. კვირას, მილანის „ინტერი“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს და მინდორზე დასუსტებული შემადგენლობით გამოვა.

გუშინ მასიმო მორატის გუნდის ვარჯიშზე არგენტინელმა თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ მუხლის ტრავმა მიიღო. სამხრეთ ამერიკელი საავადმყოფოში მიიყვანეს და ექიმებმა პირველადი დახმარება გაუწიეს.

ორშაბათს როდრიგოს დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებენ და მკურნალობის კურსს დაუნიშნავენ. ამავე დღეს ცნობილი გახდება შემტევის საფეხბურთო მინდორზე დაბრუნების ზუსტი თარიღი. წინასწარი ვარაუდით თავდამსხმელი ერთ თვეს დაისვენებს.

მიმდინარე სეზონში დიეგო მარადონას თანამემამულემ „ინტერის“ მაისურით 38 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.