მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის დაკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა.

„ეს წინასწარი შეტყობინება, შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია საბოლოო გადაწყევტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მედიაციის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელო. როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.