უმა თურმანმა 15 წლის ასაკში გაკეთებულ აბორტზე ისაუბრა

უმა თურმანმა 15 წლის ასაკში გაკეთებულ აბორტზე ისაუბრა

ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა, რომ 15 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობი Washington Post-ში გამოქვეყნებულ ესეში წერს, რომელშიც ტეხასში აბორტების აკრძალვას აკრიტიკებს.

„მსახიობის კარიერა 15 წლის ასაკში დავიწყე. შემთხვევით დავფეხმძიმდი ჩემზე ბევრად უფროსი კაცისგან. მაშინ ევროპაში ვცხოვრობდი, ოჯახისგან შორს და არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა მშობლებთან ერთად გადავწყვიტე, აბორტი გამეკეთებინა. ახლა 51 წლის ვარ და ამ ამბავს გიყვებით სახლიდან, რომელშიც 3 შვილი გავზარდე. მოზარდობაში გაკეთებული აბორტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს იყო გზა სიყვარულითა და სიხარულით სავსე იმ ცხოვრებამდე, რომელიც ახლა მაქვს“, - წერს უმა თურმანი.

2 სექტემბერს ტეხასში ამოქმედდა კანონი, რომელიც ორსულობის მეექვსე კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებას კრძალავს.