ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.

„ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.