ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის ტემპი მიუღებლად დაბალია, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის განგაშის საფუძველია

ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის ტემპი მიუღებლად დაბალია, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის განგაშის საფუძველია

ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპმა რეკორდულად დაიკლო. ეროვნული გეგმით გათვალისწინებული დღიურად 30 ათასი აცრილი ადამიანის ნაცვლად, აცრილთა რაოდენობა 8 ათასს არ სცდება.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნული რიცხვები მიუღებლად დაბალია, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის განგაშის საფუძველია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა ვაქცინა გაიკეთოს მხოლოდ სავალდებულო წესის შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.