სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქში მსგავსი ბანერებია გაკრული, თუმცა არის გარკვეული შემკვეთი, რომელმაც გამოიყენა ეს უფლება და მსგავსი პლაკატები გააკრა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გადაცემაში „არჩევნები 2021“, ე.წ. სისხლიან ბანერებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბანერები ქალაქში იმის გამო რჩება, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქში მსგავსი ბანერებია გაკრული, თუმცა არის გარკვეული შემკვეთი, რომელმაც გამოიყენა ეს უფლება და მსგავსი პლაკატები გააკრა. ასე რომ არ იყოს, მაშინ უნდა მივიღოთ კანონმდებლობა, რომლითაც ჩვენ ავკრძალავთ მსგავსი სახით სიძულვილის ენის გამოხატვას. პირადად მე მხარს დავუჭერდი, თუმცა ამაზე ყველა მხარესთან მსჯელობა და კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. ფაქტი ერთია, რომ მაინტერესებს, საბოლოოდ ეს დუღილის წერტილი სადამდე მივა. როდესაც სიძულვილის ენას შენს წინააღმდეგ იყენებენ, ბევრისთვის ძალიან რთულია, შესაბამისი პასუხი არ გასცე. ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ საბოლოოდ უარი თქვან მსგავსი რიტორიკის გამოყენებაზე, მით უფრო ქმედებაზე“, - განაცხადა კუჭავამ.