ის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია სახელმწიფო უსაფრთხოება, ეს პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ უწყებამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, იმისთვის რომ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„რაც შეეხება დიპლომატების მოსმენას, არავითარი მტკიცებულება ამ კუთხით არ არსებობს. ეს არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი. არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით და იქ ხდება სპეკულირება ამ ყველაფრით. როდესაც მტკიცებულება არ გაქვს და აგრძელებ სპეკულირებას, ეს არ არის კარგი პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.