მამუკა მდინარაძე: გაეროს გენასამბლეაზე ქვეყნები საუბრობენ მთავარ გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი რუსული ოკუპაცია

მამუკა მდინარაძე: გაეროს გენასამბლეაზე ქვეყნები საუბრობენ მთავარ გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი რუსული ოკუპაცია

გაეროს გენასამბლეა ის ფორმატია, როცა ქვეყნებს აქვთ საშუალება, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა რუსული ოკუპაცია და ამ გამოწვევას ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით დეოკუპაციის გზაზე შეუქცევადად ვიაროთ. არა მოჩვენებითად, როგორც ამას ვიღაცები აკეთებდნენ, არამედ რეალურად, როგორც ჩვენ კონსტიტუციაში გავწერეთ. ეს დეოკუპაციაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ რეალურ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენი მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება ამ საქმეს ძალიან კარგად ხედავენ“, - აცხადებს მდინარაძე.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.