თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი დამოუკიდებლობაც შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი დამოუკიდებლობაც შეიძლება. ამას ხელი შეუწყო როგორც კანონმდებლობამ, ასევე მერების არჩევითობამ, მაგრამ თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ხარისხი სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ მოხდეს ფინანსური, ფისკალური და პრაქტიკული დეცენტრალიზაცია, რომ სულ მცირე 7%-ს განსაზღვრავდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები. ეს კიდევ უფრო გაზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს. ამაზე აკეთებენ სწორებას ევროპული ქვეყნები და ჩვენი მიდგომაც სწორედ ასეთია“, - განაცხადა მდინარაძემ.