დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება

დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება

მოგვიწევს, დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ მართებულია ამ პერიოდში სხდომის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რამე კითხვა არის დასასმელი, რომელი კითხვის თაობაზეც რეალურად ინფორმაციის მოპოვების სურვილი განაპირობებს ამ მოთხოვნას. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, ამ ისედაც მწვავე საკითხს ხელოვნურად გაეზარდოს სიმწვავე. მოგვიწევს, რომ დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ გამოჩნდება რამდენად საჭიროა იგივე სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება და კითხვებზე პასუხების მიღება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.