იაგო ხვიჩია უცნობი ფაილების საქმეზე: ლოგიკური გამოსავალია, რომ პარლამენტის წევრებმა თვითონ გამოვარკვიოთ რა ხდება

იაგო ხვიჩია უცნობი ფაილების საქმეზე: ლოგიკური გამოსავალია, რომ პარლამენტის წევრებმა თვითონ გამოვარკვიოთ რა ხდება

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ, რომ არ გვაქვს სასამართლო, პროკურატურა, სხვა ისეთი ორგანოები, რომელთაც ვენდობოდით, რომ ამ პროცესში მართლმსაჯულება აღსრულდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალია, პარლამენტის წევრებმა თვითონ გამოარკვიონ, რა ხდება. „ჯერ ეს ვეცადოთ მათგან, ვინც ამ საკითხზე პასუხს აგებს თანამდებობრივად“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.