აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი: არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი: არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი იმედოვნებს, რომ კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.

„კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში. არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის სრული ციკლისთვის, აცრის მესამე დოზის მიღებაა საჭირო, რასაც ის მხარს უჭერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.