კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია - ვინ არიან ეჭვმიტანილები?

კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია - ვინ არიან ეჭვმიტანილები?

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბ­ბუ­ლი პი­რე­ბი 21 წლის აკო (ალე­კო) ჭე­ლი­ძე და 22 წლის გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე არი­ან.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკო ჭე­ლი­ძე გარ­დაბ­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რის ჯე­ი­რან ჭე­ლი­ძის შვი­ლია. ორი­ვე მათ­გან­ზე შსს-ს ძებ­ნა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჭ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვით, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­დნენ.