საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში იმ ვიდეო-კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ზვიად რატიანი პოლიციელს.
„ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა“ - ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.
კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა.