" ხომ არ მოგწონთ, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მომზადებული ცილისწამების ვიდეო - გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს“,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, მერიას არანაირი უფლება არ აქვს, ბანერი ჩამოხსნას, რადგან გამოხატვის უფლება ყველას აქვს. 

„შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპებს, რომლებიც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ენას?! რატომ არ საუბრობთ ამაზე?! სასიამოვნოა?! „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ნახავთ ჩემ განცხადებას, ოპონენტის, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! ეს არის რეალობა!“ - აღნიშნავს კახა კალაძე.

ცნობისთვის: გავრცელდა ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.