ვენის კლინიკა არ ადასტურებს აქვს თუ არა მუჰამედ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია

ვენის კლინიკა არ ადასტურებს აქვს თუ არა მუჰამედ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია

"ტელეკომპანია "POSTV” ავსტრიაში,  RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.

"ტელეკომპანია "POSTV”- ის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს. 

ასევე, RUDOLFINERHAUS-ის სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ საიტზე ნარკოლოგიური შემოწმების სერვისზე ინფორმაცია არ იძებნება. 

შეგახსენებთ, რომ პარტიის - „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქ. ვენაში ჩაიტარა.