დავით ქართველიშვილი: თუ კბილი აგტკივდა - გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი. ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ. არ გიშველის

დავით ქართველიშვილი: თუ კბილი აგტკივდა - გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი. ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ. არ გიშველის

ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექსპრემიერის გიორგი გახარიას ასვტრიაში ჩატარებული ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას ეხმაურება.

"არც არავის სამედიცინო წიგნაკში ვიხედები, არც მით უმეტეს - საძინებელ ოთახში. უბრალოდ - თუ მაგალითად, მექალთანე ხარ, ალბათ "ოჯახური ფასეულობების საზოგადოებას", როგორც მინიმუმ, არ უნდა ხელმძღვანელობდე.

ან მაგალითად, თუ მეგისი ხარ ქარდავა, რომელსაც თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკთან ამბორი მოგწყურდა - უკრაინაში ყალბი ცნობის მეშვეობით, მოსყიდული ექიმის ხელშეწყობით - საავადმყოფოში მართლმსაჯულებას არ უნდა ემალებოდე.

თუ მაგალითად გიორგი ხარ გახარია და შენი პირადი ფსიქოემოციური განწყობა, რომელიც საკუთარი ღალატისა თუ დამპალი გარემოცვის გამო - აშკარად დაგიქვეითდა და მის ამაღლებას ანტიდეპრესანტები თუ უფრო მძიმე ნარკოტიკები სჭირდება, არც ესაა გლობალური მასშტაბის პრობლემა, გარდა პირადი ტრაგედიისა, თუ კი, რა თქმა უნდა, შენი მძიმე, მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით მდგომარეობა - ერს არ გინდა რომ მოგვახვიო. იმკურნალე ჩუმად, გნებავს - ანონიმურად. მაგრამ - სპეციალუსტი შეარჩიე სწორად. თუ კბილი აგტკივდა - გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი. ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ. არ გიშველის".