მეგის ქარდავა თავისით არაფერს  აკეთებდა, შემკვეთები იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი - იმედია, ჩამობრძანდება სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც ქარდავა გავუყენეთ

მეგის ქარდავა თავისით არაფერს  აკეთებდა, შემკვეთები იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი - იმედია, ჩამობრძანდება სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც ქარდავა გავუყენეთ

მეგის ქარდავა თავისით არაფერს აკეთებდა. მთავარი შემკვეთები ბუნებრივია, იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები - იმედია, თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც მეგის ქარდავა გავუყენეთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მეგის ქარდავას ექსტრადაციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიცია წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, კობახიძე განმარტავს, რომ „უკრაინის ხელისუფლება ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში არავითარი ფორმით არ არის ჩართული”.

“ამ შემთხვევაში შედგა გარკვეული შეხვედრები, იყო კომუნიკაცია, თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ამის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების მიხედვით განხორციელდა იმ პირის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც არის ბრალდებული და მსჯავრდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში.

მე მგონია, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშვეებმა, ესენი არიან შემკვეთები. მეგის ქარდავა თავისით არაფერს აკეთებდა. მთავარი შემკვეთები, ბუნებრივია, იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მთავარია მათი პასუხისმგებლობა. იმედია, თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც მეგის ქარდავა გავუყენეთ“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია გუშინ განხორციელდა.