თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის

თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის

საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

„გახარიამ გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ავსტრიულ Rudolfinerhaus-ის კლინიკაში ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.