თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე: ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე: ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას Facebook-ზე გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი, წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია“, - წერს თეა წულუკიანი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

Katana . "ცნობილ სუბიექტს კი, წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს."
!!!
ძალიან ცუდი, რომ ვერ იცნობს!
როგორსაც იცნობდა, ზუსტად ისეთი უნდა დაგეტოვებინათ მაგათთვის!
რასაც მის დროს აჭმევდნენ, ის უნდა ეჭმიათ და, წამების გამოკლებით, ზუსტად იმ პირობებში უნდა გყოლოდათ... რომ საკუთარ თავზე ეგრძნოთ მთელი სიამე საკუთარი რეჟიმისა!
სანატორიუმში დასვენებულებივით რომ გამოდიან ციხიდან, რომელიმემ დაგიმადლათ გაწეული უზარმაზარი სამუშაო - სუბარიდან დაწყებული, თქვენამდე?!
და ერთიც: ძალიან ცუდია, რომ ნაცების დროინდელი "შეკრებითობის პრინციპი" გააუქმეთ!
ამისთანას რომ ასამართლებენ, უფრო დიდმა დანაშაულმა კი არ უნდა შთანთქას უფრო მცირე, არამედ უნდა შეუკრიბო და, როგორც ამერიკაშია, რამდენიც გამოუვა, იმდენი წელი უნდა მისცე! - 60...90... 120... მერე რა, თუ ამდენი ხანი ვერ იცოცხლებს!
3 წლის უკან