Twitter-ზე ილონ მასკის ძაღლის ფოტოს გავრცელების შემდეგ ტოკენის ღირებულება 1 300%-ით გაიზარდა

Twitter-ზე ილონ მასკის ძაღლის ფოტოს გავრცელების შემდეგ ტოკენის ღირებულება 1 300%-ით გაიზარდა

ილონ მასკმა იაპონური „შიბა ინუს“ ჯიშის ძაღლის, სახელად „ფოლკის“ ფოტო Twitter -ზე გამოაქვეყნა.

Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი 2021 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იაპონურ „შიბა ინუს“ ჯიშის ძაღლს შეიძენდა. მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ეს ხუმრობა იყო და ბიტკოინის რეკლამას ემსახურებოდა, რადგან ბიზნესმენს უკვე ჰყავდა ორი ძაღლი და კატა.

„შიბა ინუს“ ჯიშის ძაღლის ფოტოს გამოქვეყნებიდან სამ საათში კრიპტოვალუტა ტოკენის - Shiba Flocki-ის ღირებულება 1 300%-ით გაიზარდა. მალევე ფასი 70%-ით დაეცა, მაგრამ ამის მიუხედავად ამ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.