დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია იხსნება

დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია იხსნება

დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია იხსნება. ღონისძიებების უმეტესობა ონლაინ ფორმატის ნაცვლად გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება.

21-27 სექტემბრის პერიოდში გენერალური ასამბლეის სესია მაღალ დონეზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას 83 სახელმწიფოს ხელმძღვანელები, 43 სახელმწიფოს მთავრობის მეთაურები და 23 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.