გერმანიის ქალაქი ლუდვიგსბურგი მსოფლიოში გოგრების ყველაზე დიდ გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორები სხვდასხვა ფიგურების, კომპოზიციებისა და დეკორაციების შესაქმნელად 450 ათასამდე გოგრას იყენებენ. წელს გამოფენა წყალქვეშა სამყაროს ბინადრებს ეძღვნებაა - როგორც რეალურებს, ასევე გამოგონილებს.
ღონისძიების პროგრამაშია: გოგრების აწონვის ჩემპიონატი, გოგრის სუპის მომზადება 555 ლიტრის მოცულობის ქვაბში და გოგრისგან დამზადებული სხვადასხვა კერძის დეგუსტაციაა. პანდემიამდე გოგრების გამოფენას ყოველწლიურად 200 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა. გამოფენა დეკემბრამდე გაგრძელდება.