ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის პირველი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.

ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტა უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული იარაღია.