საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 20,2%-ია სრულად ვაქცინირებული

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 20,2%-ია სრულად ვაქცინირებული

11 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 467 065 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანიმ რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ს შეადგენს.

სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 20.2% . 10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.